რა არის მადლიერების ველი? - ინტერვიუ ზუკა მახარაშვილთან

blog-img

მადლიერების ველი ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, უკარგესი საყვარელი და გულწრფელი პროექტია, რომელიც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის მადლიერების გამოხატვის მეტად ორიგინალურ შესაძლებლობას გვაძლევს, თან პროექტიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება საგანმანათლებლო პროექტს Meurneoba.ge -ს

ჩვენ უფრო მეტის გასაგებად პროექტის ავტორთან გადავწყვიტეთ შეხვედრა,  ზუკა მახარაშვილი Thankyou.ge-ს შემქმნელია და პროექტის შესახებ დეტალურად მოგვიყვება:

 

 

  • მარიამი: ზუკა გამარჯობა, პირველ რიგში აღფრთოვანება გვინდა გამოვხატოთ მადლიერების ველის მიმართ, რა ლამაზია ეს ყველაფერი და ასევე მინდა დავიწყოთ ინტერვიუ კითხვით, რატომ მადლიერება?
  • ზუკა: მადლობა მარიამ, მიხარია რომ მოგწონს ჩვენი პროექტი, რატომ მადლიერება? ამ კითხვაზე რომ გიპასუხო ჯერ უნდა ვთქვა რატომ განათლება, რატომ ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი ‘მეურნეობა’ (Meurneoba.ge) და შემდეგ რატომ სპეციალურად მისთვის შექმნილი მადლიერების კამპანია და მადლიერების ველი.
  • მარიამი:  მაგარია, ოკ დავიწყოთ, რატომ განათლება და საერთოდ რა ხდება უფრო კარგად რომ გაგვარკვიო?
  • ზუკა:  მადლიერების ველი და კამპანია Thankyou.ge - ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის Meurneoba.ge ფანდრაიზინგ კამპანიაა, ჩვენ გვჭირდება ფული რადგან მეტ სკოლაში განცხაროციელოთ პროექტი მეურნეობა. ვინაიდან ჩვენი რესურსები სრულად ამოვწურეთ, მოვიფიქრეთ ყველასთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი მადლიერების კამპანია, მჯერა რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ გზით და მათთვის საყვარელი ადამიანების მიმართ გამორჩეულად გამოხატავენ მადლერებას.
  • მარიამი:  მოდი მოგვიყევი მაშინ მეურნეობაზე:
  • ზუკა:  ‘მეურნეობა’ (Meurneoba.ge) ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებში ჩვენ ქართულ საჯარო სკოლებს ვუშენებთ მცირე და საშუალო საწარმოებს, ბავშვებს ვასწავლით პრაქტიკაში ამ საწარმოს მშენებლობას, მართვასა და განვითარებას. წარმოიდგინე მეწარმეობის სრულ ციკლს. ფაქტიურად ახალი ბრენდის შექმნას ნულიდან. სპეციალურად შექმნილი სილაბუსის მიხედვით, მათ ვასწავლით 16 პროფესიას, ისინი ჩვენთან ერთად იწყებენ ბიზნესს და სწავლობენ ბიზნესის დასაწყებად საჭირო ყველა პროცესს, შემდეგ უკვე მის მართვასა და განვითარებას.
  • რაც ყველაზე მთავარია, საწარმოდან შემოსული თანხა სრულად რჩება სკოლებს და იხარჯება მათი განვითარებისთვის საჭირო პროექტებზე. მაგალითად ზოგ მოსწავლეს პროგრამირების სწავლა უნდა, ზოგს გერმანულის და ა.შ.
  • მარიამი:  ძალიან საინტერესოა - რა ეტაპზეა მეურნეობა?
  • ზუკა: პირველი მეურნეობა გავაკეთეთ ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზის სკოლაში ოქტომბერში, დაწყებიდან 8 თვეში გავფართოვდით და უკვე მუხრანის საჯარო სკოლაში შევედით, ასევე დაწყებიდან 8 თვეში მოვიგეთ ორი მნიშვნელოვანი ჯილდო, ერთი ახალ წელს ფერმერთა ასოციაციის დაჯილდოვებაზე გავხდით წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან, ხოლო მეორე სულ რამდენიმე დღის წინ, წინანდლის მამულში გამართულ ბიზნეს სამიტ მერიტოზე გავხდი წლის პროფესიონალი. ვფიქრობთ 8 თვეში გაფართოვება და ორი მნიშვნელოვანი აღიარება ძალიან კარგი სტატისტიკა და შედეგია, რაც მთავარია საჭიროა იმის შესაგრძნებად რომ ჩვენთან ერთად, სხვა ადამიანებსაც სჯერათ იმის რასაც ვაკეთებთ და რასაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვებისთვის.

    

 

  • მარიამი:  რა მაგარია, სად მიდის მეურნეობა? რა მიზანი გაქვთ?
  • ზუკა: ჩვენი მიზანია საკუთარი საწარმო ქონდეს ყველა ქართულ საჯარო სკოლას, რადგან დღეს ჩვენ სკოლებს ყველაზე მეტად ჭირდებათ ფული, ფული განვითარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს წესებით ცხოვრებისთვის, თანამედროვე განათლების სისტემისთვის. სამწუხაროდ ჩვენი სასკოლო განათლების სისტემა ძალიან ჩამორჩება თანამედროვე განათლების სისტემებს, ამიტომაც გვინდა ჩვენ სკოლებს ქონდეთ საკუთარი შემოსავალი, ბავშვებმა სკოლაშივე მიიღონ ბიზნესის კეთების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ მომავლის არჩევაშიც დადებით გავლენას იქონიებს, ხოლო უკვე უნივერსიტეტში პირველივე სემესტრიდან მარტივად დასაქმდებიან არა ტრადიციულ სტუდენტურ სამსახურებში, არამედ უკვე მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.
  • გვინდა რომ მეურნეობა გახდეს ყველასთვის საყვარელი ბრენდი, ჩვენი პროდუქტების ყიდვით ყველამ იცოდეს რომ ის ავითარებს ქართულ განათლების სისტემას, საბოლოო მიზანი არის რომ 2208 ქართულ საჯარო სკოლას ქონდეს საკუთარი მეურნეობა.
  • ჩვენი ბიზნეს მოდელით ამას დაახლოებით 40-50 წელი ჭირდება, რადგან თითო სკოლის საწარმოდან მოგების 50 % მუდამ რჩება სკოლაში და იხარჯება სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის, ხოლო მოგების მეორე 50 % კი გროვდება სხვა სკოლაში ახალი საწარმოს გასახსნელად, შემდეგ ორი სკოლის მოგების 50% გროვდება მესამე სკოლისთვის, შემდეგ სამის 50% მეოთხესთვის და ასე იქამდე სანამ საქართველოს ყველა სკოლას არ ექნება საკუთარი შემოსავალის მქონე საწარმო. თუმცა უკვე იმდენი ადამიანი და ორგანიზაცია გვიერთდება, გვჯერა რომ უფრო მალე მივაღწევთ მიზანს, ასევე გვჯერა რომ სახელმწიფოს გრძელვადიანი თანამშრომლობის საჭიროებაში დავარწმუნებთ და საბოლოოდ მთელ ქვეყანას გავაერთიანებთ ამ პროექტის გარშემო.
  • ეს ერთგვარი მექანიზმია ქართული განათლების სისტემის გარანტირებული და მუდმივი დაფინანსების, რაც ჩვენ სკოლებს ძალიან ჭირდებათ.
  • ჩვენი საწარმოების ყველა პროდუქტი გაიყიდება ბრენდის მეურნეობა სახელით და გვჯერა რომ წლების განმავლობაში მეურნეობა გახდება ყველასთვის საყვარელი ბრენდი და იყიდიან ჩვენ პროდუქტებს და ამ გზითაც ჩაერთვებიან პროექტის განვითარებაში.
  • მარიამი: ძალიან მომწონს ეს პროექტი, მე დაწყებიდან ვიცნობ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ <3 ახლა მადლიერების ველზე მოგვიყევი.
  • ზუკა:  მადლიერების ველი მადლიერების კამპანიის მესამე ეტაპია, რომელიც ჩვენ შევქმენით 2 წლის წინ, როცა გვქონდა meurneoba -ს იდეა, მაგრამ არ გვქონდა ფული დაგვეწყო ეს პროექტი.  ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფანდრაიზინგ კამპანია, რომელმაც ძალიან გაამართლა და ბევრი ადამიანი ჩაერთო, რამაც მოგვცა საშუალება სოფელ ზემო ნიქოზის სკოლაში, ეს არის ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი, დაგვეწყო პირველი მეურნეობა და ავაშენეთ მარწყვის სათბური. Thankyou.ge -ს პირველი კამპანია იყო მარწყვი ქოთანში, როგორც სახლის მცენარე და ადამიანები ერთმანეთის მიმართ მადლიერების გადახდას ამ გზით ახერხებდნენ, ისინი ადრესატს უგზავნიდნენ ჩვენ მარწყვს პერსონალურ მადლობის ბარათთან ერთად, სადაც ეწერა ადრესატის სახელზე მიმართვა, პირობითად ‘’მარიამ მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ’’ და საჩუქრად ჩვენი მარწყვი ულამაზეს ბიო ნაჭრის ქოთანში, როგორც სახლის მცენარე, რომელიც ნაყოფსაც ისხამდა და სახლებში ძალიან დიდი დადებითი ენერგია შექონდა.
  • მარიამი:  მახსოვს, ძალიან პოზიტიური განწყობა ქონდა ყველას.
  • ზუკა: კი, შემდეგ იყო მეორე ეტაპი, როდესაც ჩვენ 10 დეკემბერს ამ ქვეყანაში დავაწესეთ მადლიერების დღე, პირველი მადლიერების დღე ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, მაგრამ წელს გვინდა რომ ეს დღე უფრო მეტ ადამიანს გაცავნოთ და წლების განმავლობაში მადლიერების დღე ყველასთვის მნიშვნელოვან დღესასწაულად იქცეს, რადგან ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია ვინც გულწრფელად იმსახურებს მადლობას იმისთვის, რასაც აკეთებს, ეს შეიძლება იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, პარტნიორები, თანამშრომლები, ან სრულად უცნობი ადამიანები, ვისი საქმიანობაც ჩვენ ცხოვრებას უფრო მსუბუქს და უსაფრთხოს ხდის.
  • მარიამი: მახსოვს მადლიერების კამპანიის პირველი ეტაპი, მეც ჩავერთე და ჩემს უსაყვარლესს დას გავუგზავნე რომელსაც ძალიან გაუხარდა.
  • ზუკა: კი, მეც მახსოვს (იცინის), ჩვენ არ ველოდით ასეთ ჩართულობას, ინდივიდუალურ პირებთან ერთად ბოლოს კომპანიებიც ჩაერთნენ და საკუთარ თანამშრომლების მიმართ მადლიერებას ჩვენი კამპანიით გამოხატავდნენ. არ შეიძლება არ გამოვყო მაღაზიათა ქსელი სპარი, რომელმაც თავის 2900 თანამშრომელს პირადად გადაუხადა მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებდნენ, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო.
  • მარიამი:  მემგონი მივადექით მადლიერების ველს, მადლიერების ველი კამპანიის მესამე ეტაპია, რას გულისხმობს უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე?
  • ზუკა: მადლიერების ველი არის ადგილი, რომელსაც ჩვენ თქვენთან ერთად ძალიან ლამაზ სივრცედ ვაქცევთ, სივრცედ რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება ძვირფასი და მისი ნახვა ყველას მოუნდება, რადგან ეს იქნება ულამაზესი ვიზუალის და მნიშვნელოვანი იდეით დატვირთული.

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბრიტანელ არტისტს Bruce Munro-ს, რომელმაც მოგვცა უფლება გამოგვეყენებინა მისი სახელი, ის არის სინათლის ინსტალაციების არტისტი, რომელიც განათებებით ულამაზეს სივრცეებს ქმნის, სწორედ აქ დაიბადა მადლიერების ველის შექმნის იდეაც, გვინდა შევმქნათ სივრცე რომელიც იქნება მუდამ განათებული სხვადასხვა ფერის მანათობლებით, თითოეული მანათობეული აინთება კონკრეტული ადამიანის სახელზე და ენთება მუდამ მადლიერების ველზე. პრინციპი იგივეა რაც იყოს მადლიერების კამპანიის პირველ ეტაპზე, ნებისმიერ ადამიანს ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით შეუძლია მისთვის სასურველ ადამიანის მიმართ, ამ გზით გამოხატოს მადლიერება და მისთვის აანთოს მადლიერების ველზე მანათობელი, ადრესატს კი მიუვა ბარათი, სადაც იქნება აღნიშნული, გამგზავნის სახელი და პირობითად მიმართვა ისევ ‘მარიამ მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ, შენთვის მადლიერების ველზე აინთო მანათობელი, It will shine for you, forever! და რომ კამპანიიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ჩვენ საგანმანათლებლო პროექტს მეურნეობა.

  • მარიამი: ძალიან კარგია <3 მე გპირდები რომ ამ კამპანიაშიც აუცილებლად ჩავერთვები
  • ზუკა: მადლობა კიდევ ერთხელ მარიამ, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს შენი მხარდაჭერა, ასევე გვჯერა რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ჩვენი მადლიერების ველი უფრო დიდი და ლამაზი გახდება.

 

ჩვენ ჩვენის მხრივ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მადლიერების კამპანიას, რადგან გვჯერა გულწრფელი მადლობა და ადამიანის საქმიანობის დაფასება ძალიან საჭიროა, ჩვენ ერთი გულწრფელი მადლობით შეგვიძლია უამრავი დადებითი ემოცია გამოვიწვიოთ ჩვენთვის ძვირფასს თუ სრულიად უცნობ ადამიანებში. 

ინტერვიუზე მუშაობდნენ:

მარიამ მელიქიშვილი და ნუკა მეტრეველი

 

 

 

 

შეიძლება ასევე დაინტერესდეთ

Meurneoba.ge  - რა არის მეურნეობა?
Meurneoba.ge - რა არის მეურნეობა?

Meurneoba.ge ქართული საგანმანათლებლო პროექტია რომლის მიზანი სასკოლო განათლების სისტემის განვითარებაა, ხოლო მთავარი მისია კი მისთვის გარანტირებული დაფინანსების მექანიზმის შექმნა და ბავშვებისთვის ისეთი პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიცემაა, რომელიც დღევანდელ სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

This will shine for you forever!’
This will shine for you forever!’

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველ ადამიანის მიმართ გამოხატოს მადლიერება ორიგინალურად, გაუგზავნოს სპეციალური ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება რომ მისთვის აინთო მადლიერების მანათობელი, ‘’მადლობა, იმისთვის რასაც აკეთებ, this will shine for you forever!’

მადლიერების ველი თქვენთან ერთად შექმნილი ულამაზესი სივრცე
მადლიერების ველი თქვენთან ერთად შექმნილი ულამაზესი სივრცე

ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით სივრცეს, რომელიც მუდმივად იქნება განათებული, იქნება ლამაზი და ყველასთვის საყვარელი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ერთის მხრივ გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები, ხოლო მეორეს მხრივ დაეხმაროთ ქართული სასკოლო განათლების განვითარებას.