წესები და პირობები

1. ტერმინებთა განმარტება

პლატფორმა - ვებ-გვერდი “Thankyou.ge”; მმართველი კომპანია - შპს „მარწყვის კამპანია“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 404624509); 
მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს პლატფორმის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის ძიებასა და ყიდვას; 
მყიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეისყიდის პროდუქტს პლატფორმის მეშვეობით; 
პროდუქცია - პლატფორმაზე გასაყიდად განთავსებული ნებისმიერი ნივთი თუ პროდუქტი. 

 

 

2. მოხმარების წესები და პირობები 

2.1 პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს და  შეიძინოს განთავსებული პროდუქტსი და ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით; 

2.2 გადახდა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ქართული ან უცხოური ბანკების ბარათების მეშვეობით, წინასწარ, შეკვეთის განხორციელების მომენტში. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ ხდება; 

2.3 პროდუქტების ფასებს განსაზღვრავს პლატფორმის მმართველი კომპანია და უფლებას იტოვებს მოახდინოს მასზე ნებისმიერი ცვლილება;