სოფელი ზემო ნიქოზი, გორის რაიონში, ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელია, ზემო ნიქოზიდან კარგად ჩანს ცხინვალის ქუჩებიც და ცხინვალამდე სულ რაღაც 300 მეტრია.
მადლობის კამპანიიდან შემოსული თანხა, ხმარდება სოფელ ზემო ნიქოზის, საჯარო სკოლისთვის მარწყვის სათბურის მშენებლობას პროექტის ‘’მეურნეობა'' ფარგლებში.
რა არის ‘მეურნეობა':
მეურნეობა ინოვაციური პროექტია ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში, რომლის მიზანია ქართულ საჯარო სკოლებს გაუჩინოს დაფინანსება და შემოსავალი, ხოლო მოსწავლეებს განუვითაროს სამეწარმეო უნარები და მისცეს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება.
პროექტი გულისხმობს ‘‘Farm to School’’ სწავლების მეთოდის დანერგვას ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში, რაც თავის მხრივ, საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიაზე სხვადასხვა მეურნეობების მოწყობასა და ახალი ბრენდის ‘‘მეურნეობა’’-ის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის შედეგად, მოსწავლეები აგრონომიულ სამუშაოებთან ერთად შეძლებენ ისწავლონ მარკეტინგი, გაყიდვები, სათბურის ტექნოლოგიები, ბრენდინგი მეწარმეობა და ყველა ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა სათბურის მართვისა თუ ახალი ბრენდის შექმნისა და განვითარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ქართული crowdfunding პლატფორმის fundraiser.ge-ს მიერ, სახელით ‘‘მეურნეობა’’ - შემდგომში ვებსაიტებზე Meurneoba.com, Meurneoba.ge
‘‘მეურნეობა’’ წარმოადგენს კომერციულ პროექტს სრულად სოციალური მიზნებისთვის, მუდმივი ზრდითა და განვითარებით. ერთი სათბურიდან მიღებული მოგების 50% მუდმივად დარჩება სკოლას და მოხმარდება მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების განვითარებისთვის საჭირო პროექტებს.
მოგების მეორე ნაწილი - 50%, გადაირიცხება პროექტის შემდგომი ეტაპის ახალ სკოლაში, ანალოგიური კონცეფციით, ხოლო როცა მეორე სათბურიც აშენდება, უკვე ორი სათბურის 50% გადაირიცხება მესამე სკოლისთვის. მოგების განაწილების ეს პრინციპი, საშუალებას გვაძლევს, პროექტი რამდენიმე წელში გახდეს მასშტაბური და მოიცვას 10-ზე მეტი სკოლა, ხოლო 10 და მეტი სათბურის მოგების 50-50% საშუალებას გვაძლევს, ყოველ მომდევნო წელს დავიმატოთ საშუალოდ 2-3 ახალი სკოლა.

. პროექტის მნიშვნელობა და შედეგები:
ჩვენ შევძლებთ და ქართული სკოლა დამამმთავრებელი ბავშვი აღარ იქნება სრულიად უცხო თანამედრო სამყაროსთან, მათ ექნებათ უდიდესი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება და შეძლებენ გააზრებულად აირჩიონ საკუთარი მომავალი პროფესია და მიმართულება. ისინი ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ დასაქმდნენ სტუდენტობის პირველივე სემესტრში.
Farm To School - სწავლების მეთოდით ისინი შეძლებენ მიიღონ ფასდაუდებელი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება. პირადად შეეხებიან ისეთ სფეროებს როგორიც არის მარკეტინგი, ფინანსები, სტრატეგია, გაყიდვები, ბუღალტერია, ტექნოლოგიები, აგრონომია, სტარტაპი და ა.შ.
პირველი საპილოტე პროექტი სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში
მარწყვის 1300 კვ.მ. სათბური.
ლოკაცია: შიდა ქართლის რეგიონი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ნიქოზი.
ნიქოზის სკოლაში სწავლობს 161 მოსწავლე
წარმოიდგინეთ ზემო ნიქოზის პროექტის შედეგები:
სათბურის მოგებიდან მიღებული თანხით, ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით: მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა აკადემიასთან, სკოლა შეიძენს აღიარებული აკადემიის 1.5 წლიან პროგრამირების სრულ კურსს. ნიქოზის 161 მოსწავლიდან ჩვენი გათვლებით 30- 40 მოსწავლე დამატებით Farm to School კურსისა და მასში მიღებული გამოცდილებისა, IT Step აკადემიის სერტიფიცირებული პროგრამისტები იქნებიან და პირველივე კურსზე შეძლებენ მაღალშემოსავლიანი სამსახურში დასაქმებას.

მუდმივობა
მეურნეობა მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია, რომლის მიზანი პროექტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბენეფიციარი იყოს საქართველოს ყველა სკოლა, საქართველოში 2200-ზე მეტი სკოლაა, შესაბამისად პროექტი იარსებებს მინიმუმ იქამდე სანამ ყველა სკოლა არ გახდება პროექტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბენეფიციარი.
ბრენდი
პროექტის მიზანია შეიქმნას ბრენდი ‘მეურნეობა’, რომელიც იქნება ქართული სასკოლო განათლების განვითარებაში მუდმივი დაფინანსების წყარო.
მარკეტინგული აქტივობები
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები და სოციალურ არხებში გამომწერების მუდმივი ზრდა: პროექტის სენსიტიურობისა და დაგეგმილი აქტივობების გამო, ჩვენ მუდმივად გვეყოლება განსაკუთრებული გულშემატკივრები და მათი რიცხვი მუდმივად გაიზრდება.
1. ვიდეო და ფოტო მარკეტინგი - ვიდეო სერიები - ვიდეო გაკვეთილები, რომელიც განამანათლებლო პროექტს წარმოადგენს და მუდმივად მზარდი და დიდი აუდიტორია ეყოლება. მოხდება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ყველა თეორიული და პრაქტიკულ გაკვეთილის ჩაწერა, შემდეგ დამონტაჟება და შემდეგ სერიებად გაშვება:
სათბურის კონსტრუქციის აგება, მიწის მომზადება, კონსტრუქციის ნაწილები, სათბურის სისტემები, ტექნოლოგიები, აგრონომიულ სამუშაოები, გაყიდვები ბრენდინგი და ა.შ. ყველა ამ თემას დაეთმობა ცალკეული სერია. ეს იქნება ერთგვარი ცოცხალი ბიზნეს გეგმა და ენციკლოპედია.
2. ოლიმპიადები ყველა სემესტრში - გულისხმობს 1 თვიანი ოლიმპიადის გამოცხადებას, სადაც განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ჩაერთვება საქართველოს თითოეული სკოლა. მოსწავლეებს ექნებათ დავალება გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა ყველაზე მარტივად, მაგალითად: როგორ გავათბოთ სათბური იაფად? როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია? როგორ შევფუთოთ პროდუქტი პლასტამის გარეშე და ა.შ. ოლიმპიადაში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და საჩუქრები.
3. აგრო ტურები - 2 დღიანი აგრო ტურები - სადაც სტუმრებს შევთავაზებთ დღის განმავლობაში ლექციებსა და პრაკტიკულ აგრო სამუშაოებს. საღამოს TALKS და ლაივ არტ ღონისძიებებს. სტუმრები დარჩებიან ადგილობრივ მოსახლეობის სახლებში, რომელთანაც უკვე მიღწეულია შეთანხმებას.
4. მედია - პროექტის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დაგეგმილია როგორც აგრო გადაცემებში, ისე ბიზნესს და დღის გადაცემებში სიუჟეტების მომზადება, დაგეგმილი
მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე, მუდამ იქნება ინტერესი მედიის მხრიდან.
5. Community-ის შექმნა - გულისხმობს პროექტის გულშემატკივრებისა და მხარდაჭერების ჯგუფის შექმნას, ვისაც რაიმე წვლილი აქვს შეტანილი პროექტის შექმნასა და განვითარებაში. პროექტის განმავლობაში, მუდამ და ყველა ღონისძიებაზე გამოცხადდება სპეციალური ALL TIME LIST-ი. ქომუნითის წევრებს ექნებათ სპეციალური ფასდაკლებები როგორც კორპორაციულ, ისე ინდივიდუალურ შესყიდვებზე. ვებ საიტზე, ქომუნითის სპეციალურ გვერდზე, განთავსდება ყველა ორგანიზაცია, რომელიც იქნება მეურნეობა ქომუნითის წევრი.
6. დელეგაციების ვიზიტები და მედია გაშუქებები - სოფელ ნიქოზში მუდმივად იმართება სხვადასხვა წარმომადგენლობებისა და უცხოელი სტუმრების ვიზიტები. ადგილობრივი და ცენტრალური სახელისუფლებო უწყებების დახმარებით, ყველა ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იქნება პროექტი ‘‘მეურნეობა’’, განათლების, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტუმრები მოინახულებენ და პირადად გაეცნობიან პროექტის მიმდინარეობას.
7. სპეციალური აქციები - ვოლტსა და გლოვოზე სხვადასხვა რესტორნებს დაემატებათ მარწყვის დესერტები, რომელსაც სპეციალური აქციის ფარგლებში შეიძენს მომხმარებელი.
8. მშვიდობის ფესტივალი და Peace campaigns - დაგეგმილია ყოველწლიური მშვიდობის ფესტივალი. მთავარი მშვიდობის ხის დარგვა, რომელიც იქნება ყველასგან გამორჩეულ ადგილზე, სპეციალური განათებით და შემოღობვით და სპეციალური მარკეტინგული აქტივობებით. მშვიდობის ბაღის გაშენება. ასევე მშვიდობის ნიშნის განათება, რომელიც მუდმივად იქნება განათებული.
‘‘მეურნეობა’’ - სოციალურ ქსელებში:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები და გამომწერების მუდმივი ზრდა: Facebook, Instagram, Youtube, Tiktok, არხების შექმნა რომელსაც ექნება კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულებები.
დაგეგმილი აქტივობებიდან და პროექტის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პროექტს ძალიან მალე ეყოლება უამრავი მხარდამჭერი სოციალურ ქსელებში, როგორც ვიდეო კონტენტზე, ისე ფოტო და ნიუსებზე. მუდამ იქნება მედიის მხრიდან დიდი მხარდაჭერა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გაშუქება.
პროექტის სასპონსორო აღწერა და სასპონსორო პაკეტები:
სპონსორ კომპანიებს ვთავაზობთ უდიდეს პოზიტიურ კამპანიაში მონაწილეობას, ასევე იმაზე მეტ და სამუდამო სარეკლამო Reach-ს ვიდრე ისინი სასპონსორო პაკეტის ღირებულების დახარჯვით აღწევენ.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: info@fundraiser.ge , facebook.com/fundraiser.ge
ლოკაცია
სათბურის ტერიტორია მდებარეობს სკოლის უკანა ეზოში, 30 მეტრში იზოლირებულ და ხეებით შემოსაზღვრულ მიწაზე.
ტერიტორიაზე სათბურთან ერთად, გაშენდება მშვიდობის ბაღი, ეზოშივე ჩატარდება ლაივ არტ ღონისძიებები, ხოლო მასშტაბური სპორტული და საფესტივალო ღონისძიებები ჩატარდება სათბურისა და სკოლის მიმდებარე დიდ მოედანზე.
დამატებითი ფაილები:
პროექტის ბენეფიტები
კურსის სილაბუსი
პროექტის ბიუჯეტი
10 წლიანი განვითარების გეგმა
5 წლიანი მარკეტინგული განვითარების გეგმა
სათბურის მშენებლობის გეგმა და ვადები
სასპონსორო პაკეტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაცია
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაცია
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
დააფინანსე პროექტი Meurneoba.ge - მარწყვის სათბური სოფელ ზემო ნიქოზის სკოლისთვის